Сообщения

მეცრე დღე

დღეს შევისწავლეთ მერვე მოდული სადაც წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაცია.ტრენინგი იყო მრავალფეროვანი.დავასრულეთ პროექტის გეგმა,პორთფოლიოში მოვათავსეთ ტრენინგზე შესწავლილი მასალები და ავტვირთეთ ბლოგზე.შევისწავლეთ ბლოგზე ლინკების ჩასმა,გვერდების დამატება,ფონების შეცვლა. ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა ამ ტრენინგის საშუალებით ვისწავლე თუ როგორ საინტერესოა და მრავალფეროვანია პროექტებით სწავლება. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენერით დიდი მადსლობა მას ასეთი  ნაყოფიერი  და საინტერესო ტრენინგისთვის,.
პროექტის პორტფოლიო

6 დღე

დღეს შევისწავლეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება. ასევე თუ როგორ უნდა გამოვიყენოდ შეფასების რუბრიკები.როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში.როდის და როგორ უნდა მივცეთ მოსწავლეებს უკუკავშირი.

მეხუთე დღე

დღეს შევისწავლეთ და გავეცანით ინთერაქტულ ინტერნეტ რესურსებს მოსწავლეთა ხელშესაწყობად.შევისწავლედ ჩვენი პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, ასევე შევაფასეთ ნამუშევრები და მივეცით უკუ კავსირი.განვიხილეთ საავტორო უფლებები,  შევქმენით ბიბიოგრაფი.

მეოთხე დღე

დღეს შევისწავლეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები ასევე განვიხილეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად და პრეზენტაციის მომზადება ჩემს პროექტზე.

მესამე დღე

ვიმუშავეთ სასწავლო გეგმაზე.გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, ასევე შევიმუშავეთ პროექტის მიზნები და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.